ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთში "საშობაო ზავის" გამოცხადების გამო აკრიტიკებენ.
ISW-ს თანახმად, რუსი ოფიციალური პირები და ბლოგერები პრაქტიკულად არ გამოეხმაურნენ აშშ-ს განცხადებას უკრაინისთვის 3,75 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების შესახებ, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს კრემლისა და რუსული მედიის მიერ დასავლური სამხედრო დახმარების შერჩევით გაშუქებას, როგორც ესკალაციას.
"რუსი ოფიციალური პირები და ბლოგერები უარყოფითად რეაგირებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან 5 იანვარს გაკეთებულ განცხადებაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან 6 იანვარს რუსეთში ბრძოლები გაგრძელდა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, გააგრძელებს საინფორმაციო სივრცეში მყოფი პირების გაღიზიანებას, რომლებიც პუტინთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ინარჩუნებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აკრიტიკებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას, ზოგიერთმა გამოიყენა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რათა განაგრძოს ნარატივის გაგრძელება, რომ პუტინი რეგლიგიური ღირებულებებისა და ზნეობის დამცველია.
ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერები აგრძელებენ თავიანთი პლატფორმების გამოყენებას უკრაინული კულტურული და ეთნიკური იდენტობის აღმოსაფხვრელად.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.
"საშობაო ზავის" ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილიც გამოვიდა.